February 18, 2026 · 40 views

#იცოდე ვინ არის მოსამართლე❗️

👩‍⚖️ მოსამართლე არის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოისმინოს და გადაწყვიტოს საქმეები სასამართლოში.

🧑‍⚖️ იგი განიხილავს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს.

🏛 სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ. საქართველოს საერთო სასამართლოები შედგება რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისგან, ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისგან.

🔴 რაიონული (საქალაქო) სასამართლოები საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ. აღნიშნული სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები.

🟠 სააპელაციო სასამართლოები მეორე ინსტანციის საქმეებს განიხილავენ. აღნიშნული სასამართლოები განიხილავენ სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

🟤 უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებს უმაღლესსა და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს. უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

🧐 საერთო სასამართლოების მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან. მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ამასთანავე, სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. პირი უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

👨‍⚖️ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან. მას, აგრეთვე უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.

❌ მოსამართლე თავის საქმიანობაში უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მოსამართლეზე რაიმე სახის ზემოქმედება ან მის გადაწყვეტილებაში ჩარევა, ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

chat