February 18, 2026 · 38 views
#იცოდე ვინ არის მოსამართლე❗️
მოსამართლე არის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოისმინოს და გადაწყვიტოს საქმეები სასამართლოში.
იგი განიხილავს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს.
სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ. საქართველოს საერთო სასამართლოები შედგება რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისგან, ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისგან.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ. აღნიშნული სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები.
სააპელაციო სასამართლოები მეორე ინსტანციის საქმეებს განიხილავენ. აღნიშნული სასამართლოები განიხილავენ სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებს უმაღლესსა და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს. უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
საერთო სასამართლოების მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან. მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ამასთანავე, სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. პირი უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან. მას, აგრეთვე უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.
მოსამართლე თავის საქმიანობაში უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მოსამართლეზე რაიმე სახის ზემოქმედება ან მის გადაწყვეტილებაში ჩარევა, ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.