ბლოგი

რა უნდა #იცოდე როცა პატრული გაჩერებს

⭕️ პოლიციელის მიერ ადამიანის გაჩერება შემოწმების მიზნით - ნაწილი 1. თუ თქვენ პოლიციელმა გაგაჩერათ და მოინდომა თქვენი დათვალიერება, მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ უნდა მოიქცეთ, რა უფლები აქვს პოლიციელს ამ დროს და რა უფლებები გაქვთ თქვენ.

🆘პირველ რიგში არ დაიბნეთ და კითხეთ მას რის საფუძველზე გადაწყვიტა თქვენი გაჩერება, დათვალიერება ან/და ჩხრეკა. პოლიციელს არ აქვს უფლება სათანადო საფუძვლის არსებობის გარეშე მოახდინოს თქვენი ჩხრეკა. მას აქვს თქვენი ზედაპირული დათვალიერების უფლება, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, რომელიც პირდაპირ არის გაწერილი პოლიციის შესახებ კანონის 22- მუხლში. ასეთი საფუძველი კანონმდებლობით სამი არსებობს:

გაგრძელება წაიკითხეთ: Facebook-ზე

#იცოდე ადვოკატის ყოლის შესახებ

👩‍⚖️ შენ უფლება გაქვს გყავდეს ადვოკატი, მაშინაც, როცა არ გაქვს სამართლებრივი სტატუსი (ბრალდებული, მოსარჩელე, მოწმე, დაზარალებული, იურიდიული პირი და სხვ.

🗽 ადვოკატის ყოლა მნიშვნელოვანია, რადგან მან უკეთ იცის შენი უფლებები და მასთან ერთად მათი დარღვევისგან უფრო დაცული ხარ.

❌ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადვოკატის ყოლა სავალდებულოა.

#იცოდე ყველას აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება

📍 ტრადიციების გამო ხშირად ჰგონიათ, რომ მემკვდირეობის მიღების უფლება მხოლოდ ვაჟებს აქვთ, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ეს ასე არ არის.

📌 იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანდერძში არ ხართ მოხსნებული როგორც მემკვიდრე, მაგრამ ხართ გარდაცვლილის მშობელი, შვილი ან მეუღლე, გეკუთვნით სავალდებულო წილი მამკვიდრებლის ქონებიდან.

#იცოდე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ

👩‍⚖️ თუ გსურს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, გაჩუქება ან სხვისთვის გადაფორმება რეგისტრაციისთვის სავალდებულოა მიხვიდე იუსტიციის სახლში.

🏠 საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე გასხვისებას იურიდიული ძალა არ ექნება. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება.

🏘 უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

👨‍👩‍👧‍👦 ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

#იცოდე სამსახურიდან გათავისუფლებაზე

დამსაქმებელს უფლება აქვს გაგათავისუფლოს სამსახურიდან მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ესენია:

▪️ ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

▪️ დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა;

▪️ დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა;

▪️ დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

▪️გაგრძელება წაიკითხეთ: Facebook-ზე

#იცოდე შენ გაქვს დუმილის უფლება

🙊 დუმილის უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა სამართალწარმოებაში.

❌ ხშირ შემთხვევაში ამ უფლების გამოუყენებლობა ან/და უფლების შეზღუდვა აზიანებს თქვენს ინტერესებს.

🤭 დუმილის უფლება გაქვს ყოველთვის, როცა რაიმეს გაბრალებენ, ან როდესაც პასუხის გაცემამ შესაძლებელია შენი ინტერესები დააზიანოს.

#იცოდე შენი უფლებები და იყავი დაცული!

#იცოდე საკუთრების უფლება, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა!

🇬🇪 საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და კანონით დადგენილი წესით.

🏠 აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია. თუმცა ამისათვის საჭიროა:

1️⃣ რომ იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევა.

2️⃣ სასამართლოს გადაწყვეტილება, ან/და

3️⃣ ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა.

💲 ამ შემთხვევაში გაიცემა წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რომელიც თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან.

#იცოდე შენი უფლებები მარიხუანას შესახებ❕

🟢 უშუალოდ მარიხუანას მოხმარება არ ისჯება სისხლისსამართლებრივად, არც ჯარიმა დაგეკისრებათ, თუ ტესტირებამ თქვენს ორგანიზმში მარიხუანა აღმოაჩინა. იკრძალება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ.) მიმდებარე ტერიტორიაზე. მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის.

▪️გაგრძელება წაიკითხეთ: Facebook-ზე

#იცოდე ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია!

🚫 აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

⭕️ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

▪️გაგრძელება წაიკითხეთ: Facebook-ზე

#იცოდე ვინ არის ადვოკატი

💼 ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

✍️ დამცველის ყოლის უფლება საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანის უფლებაა.

👥 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებულია ადვოკატთა საერთო სია, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

⚠️ ადვოკატი ემორჩილება მხოლოდ კანონს და ადვოკატთა ეთიკის ნორმებს.

#იცოდე ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და დასჯადია

🌱 ნარკოტიკულ საშუალებებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“

📑 აღნიშნული კანონის N2 დანართი განსაზღვრავს უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე , დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხას.

▪️გაგრძელება წაიკითხეთ: Facebook-ზე

#იცოდე პოლიციელზე თავდასხმაზე

⚠️ პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა სისხლის სამართლებრივად დასჯადია

🔴 აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1) მუხლით.

👮‍♀️ ასევე ისჯება პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელოსუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მის ოჯახის წევრზე თავდასხმა, თუ აღნიშნული დაკავშირებულია მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან.

▪️გაგრძელება წაიკითხეთ: Facebook-ზე

სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დავები

გაგიწევთ მომსახურებას სამართლის ყველა სფეროში, როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დავებში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები

ჩვენ გვყვავს ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატთა გუნდი, რომელიც დაიცავს თქვენს და თქვენი შვილების უფლებებს ნებისმიერ სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ დავაში.

შრომითი დავა

ჩვენ ვიცავთ როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებებს შრომითი დავის ფარგლებში. თქვენი უფლებების დაცვა მოიცავს, როგორც მოლაპარაკების ეტაპს, ასევე სამართალწამოებას ყველა ეტაპზე, სარჩელის შედგენასა და სასამართლოში წარმომადგენლობას.

ჩვენ ვემსახურებით კომპანიებს

კომპანია გაქვს და იურისტი გჭირდება? ჩვენ შემოგთავაზებთ იურისტებისა და ადვოკატების გუნდს, რომლებიც იმუშავებენ თქვენი კომპანიისთვის საჭირო ყველა სამართლებრივ საკითხზე.

ისარგებლე სამართლებრივი ინტერესის დაზღვევით

ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ მოდელს - სამართლებრივი ინტერესის დაზღვევას. დააზღვიე შენი სამართლებრივი ინტერესი და ისარგებლე საადვოკატო მომსახურებით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში, შენზე მორგებული პირობებით.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომსახურება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებასა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას.

Image placeholder

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს თქვენი მომსახურება?

საადვოკატო ჰონორარი გამოიანგარიშება ინდივიდუალურ შემთხვევებში და დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე, დავის კატერგორიაზე, სასამართლო ინსტაციაზე, ადგილმდებარეობაზე და სხვ. ზუსტი თანხის განსაზღვრისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენთან კლიენტისთვის ყოველთვის წინასწარ არის ცნობილი საადვოკატო ჰონორარისა და ხარჯების შესახებ.

ჩვენი ძირითადი სამუშაო საათები არის ორშ-პარ. 10:00-18:00. თუმცა, ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი მუშაობს 24/7-ზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს კლიენტს სისხლი სამართლის საქმეებში.

ჩვენთან დასაკავშირებელი ყველა ინფორმაცია მითითებულია ვებ-გვერდზე. ღილაკზე: ,,კონტაქტი" დაჭერით თქვენ ნახავთ ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციას. ღამის საათებში გადაუდებელი დახმარების მიღების მიზნით დაკავშირებისთვის გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი ან WhatsApp აპლიკაცია, საიდანაც მოგვწერთ თქვენი პრობლემის შესახებ და ჩვენი გუნდის წევრი დაუყოვნებლივ გამოგეხმაურებათ.

კონსულტაციის მისაღებად საჭიროა, რომ დაგვიკავშირდეთ. კონსულტაცია უფასოა პირველი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგი ფასი დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე და გამოითვლება საათობრივად. სატელეფონო კონსულტაციის ფასი, ერთი საათის განმავლობაში წარმოადგენს 250 ლარს. წერილობითი კონსულტაციის ფასი იწყება 350 ლარიდან. ხოლო, კონსულტაცია ადვოკატთან პირადად შეხვედრით გამოითვლება საათობრივად 450 ლარიდან. კონსულტაცია უფასოა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი იღებს საადვოკატო მომსახურებას.