ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალი ადვოკატების მომსახურებას, რომლებიც დაიცავენ როგორც ბრალდებულის, ისე გამართლებულისა თუ მსჯავრდებულის, ასევე დაზარალებულისა და მოწმის უფლებებს ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ პროფესიონალურ დახმარებას სამოქალაქო სამართლის საკითხებში, მათ შორის ხელშეკრულებების მომზადება, ქონების დავები, მემკვიდრეობითი საკითხები, სესხი და ანდერძი, შრომითი დავები და სხვა. ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს ყველა სამართლებრივ პროცესში.
ჩვენი ადვოკატები დაგეხმარებიან ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, სანქციები და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გასაჩივრება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ინტერესების დაცვას ნებისმიერის სახის ადმ.სამართლებრივი საჭიროების დროს.
ჩვენთან მუშაობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატები, რომლებიც იცავენ როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს, ასევე დაზარალებულებსა და მოწმეებს.
ჩვენ ვემსახურებით კომპანიებს და მათ ვუწევთ ნებისმიერი სახის საადვოკატო, თუ იურიდიულ მომსახურებას - ხელშეკრულებების, ბრძანებების თუ სხვა აქტების შედგენიდან, სასამართლო დავებამდე, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ სამუშაო სივრცეები და ბიუჯეტები და ამასთანავე მიიღოთ სრულფასოვანი მომსახურება.
დააზღვიე შენი სამართლებრივი ინტერესი ჩვენთან და ისარგებლე ადვოკატის მომსახურებით 24/7-ზე. შეარჩიე შენთვის სასურველი დაზღვევის პაკეტი და შენი სამართლებრივი ინტერესი მუდამ დაცული იქნება.
საადვოკატო ჰონორარი გამოიანგარიშება ინდივიდუალურ შემთხვევებში და დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე, დავის კატერგორიაზე, სასამართლო ინსტაციაზე, ადგილმდებარეობაზე და სხვ. ზუსტი თანხის განსაზღვრისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენთან კლიენტისთვის ყოველთვის წინასწარ არის ცნობილი საადვოკატო ჰონორარისა და ხარჯების შესახებ.
ჩვენი ძირითადი სამუშაო საათები არის ორშ-პარ. 10:00-18:00. თუმცა, ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი მუშაობს 24/7-ზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს კლიენტს სისხლი სამართლის საქმეებში.
ჩვენთან დასაკავშირებელი ყველა ინფორმაცია მითითებულია ვებ-გვერდზე. ღილაკზე: ,,კონტაქტი" დაჭერით თქვენ ნახავთ ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციას. ღამის საათებში გადაუდებელი დახმარების მიღების მიზნით დაკავშირებისთვის გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი ან WhatsApp აპლიკაცია, საიდანაც მოგვწერთ თქვენი პრობლემის შესახებ და ჩვენი გუნდის წევრი დაუყოვნებლივ გამოგეხმაურებათ.
კონსულტაციის მისაღებად საჭიროა, რომ დაგვიკავშირდეთ. კონსულტაცია უფასოა პირველი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგი ფასი დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე და გამოითვლება საათობრივად. სატელეფონო კონსულტაციის ფასი, ერთი საათის განმავლობაში წარმოადგენს 250 ლარს. წერილობითი კონსულტაციის ფასი იწყება 350 ლარიდან. ხოლო, კონსულტაცია ადვოკატთან პირადად შეხვედრით გამოითვლება საათობრივად 450 ლარიდან. კონსულტაცია უფასოა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი იღებს საადვოკატო მომსახურებას.