ჩვენ ვიბრძვით თქვენთვის!

დაგვირეკე
Image

LFS - საადვოკატო და იურიდიული კომპანია, რომელიც აერთიანებს პროფესიონალ ადვოკატებსა და იურისტებს. ჩვენ ვთავაზობთ სამართლებრივ მომსახურებას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის კონსულტაციებს, საადვოკატო დახმარებასა და სამართლებრივი დავების მართვას. ჩვენი გუნდის გამოცდილება და კვალიფიკაცია უზრუნველყოფს თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მხარდაჭერას.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველას, ვისაც სჭირდება დაცვა ან სამართლებრივი დახმარება რთულ სიტუაციებში. Law Firm Solution-ისთვის მთავარი პრიორიტეტია თქვენი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, რაც განხორციელდება სანდო, გამჭვირვალე და მაღალკვალიფიციური მომსახურებით.

მომსახურების კატეგორიები

ჩვენ ვთავაზობთ სამართლებრივ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: სამოქალაქო და სისხლის სამართალი, ბიზნეს სამართალი, შრომითი დავები, უძრავი ქონება და სხვა. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ თქვენთვის სანდო და პროფესიონალური მხარდაჭერა ნებისმიერი იურიდიული საკითხის გადაწყვეტაში.

View All

სისხლის სამართალი

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალი ადვოკატების მომსახურებას, რომლებიც დაიცავენ როგორც ბრალდებულის, ისე გამართლებულისა თუ მსჯავრდებულის, ასევე დაზარალებულისა და მოწმის უფლებებს ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო სამართალი

ჩვენი გუნდი გთავაზობთ პროფესიონალურ დახმარებას სამოქალაქო სამართლის საკითხებში, მათ შორის ხელშეკრულებების მომზადება, ქონების დავები, მემკვიდრეობითი საკითხები, სესხი და ანდერძი, შრომითი დავები და სხვა. ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს ყველა სამართლებრივ პროცესში.

ადმინისტრაციული სამართალი

ჩვენი ადვოკატები დაგეხმარებიან ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, სანქციები და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გასაჩივრება. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ინტერესების დაცვას ნებისმიერის სახის ადმ.სამართლებრივი საჭიროების დროს.

სამუშაო არეალი

სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დავები

გაგიწევთ მომსახურებას სამართლის ყველა სფეროში, როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დავებში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები

ჩვენ გვყვავს ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატთა გუნდი, რომელიც დაიცავს თქვენს და თქვენი შვილების უფლებებს ნებისმიერ სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ დავაში.

შრომითი დავა

ჩვენ ვიცავთ როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებებს შრომითი დავის ფარგლებში. თქვენი უფლებების დაცვა მოიცავს, როგორც მოლაპარაკების ეტაპს, ასევე სამართალწამოებას ყველა ეტაპზე, სარჩელის შედგენასა და სასამართლოში წარმომადგენლობას.

ჩვენ ვემსახურებით კომპანიებს

კომპანია გაქვს და იურისტი გჭირდება? ჩვენ შემოგთავაზებთ იურისტებისა და ადვოკატების გუნდს, რომლებიც იმუშავებენ თქვენი კომპანიისთვის საჭირო ყველა სამართლებრივ საკითხზე.

ისარგებლე სამართლებრივი ინტერესის დაზღვევით

ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ მოდელს - სამართლებრივი ინტერესის დაზღვევას. დააზღვიე შენი სამართლებრივი ინტერესი და ისარგებლე საადვოკატო მომსახურებით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში, შენზე მორგებული პირობებით.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომსახურება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებასა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას.

რატომ გვირჩვებენ კლიენტები?

ჩვენ ვთავაზობთ პროფესიონალურ, მაღალი ხარისხის დაცვას, რომელიც ეფუძნება სანდოობას, გამოცდილებასა და კლიენტის ინტერესების უპირობო დაცვას.

მოითხოვე უფასო კონსულტაცია

93% წარმატებული საქმე
421 კმაყოფილი კლიენტი
100+ მიმდინარე საქმე
100% კონფიდენციალობის დაცვა

ჩვენი საადვოკატო კომპანია შედგება პროფესიონალთა გუნდისგან

ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალი სტანდარტის მომსახურებას, სანდოობას და კონფიდენციალობის სრულყოფილად დაცვას. ჩვენი შეგიძლიათ გვენდოთ.

გამოგვეხმაურე დახმარების მისაღებად

მოითხოვე ადვოკატი

Image placeholder

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს თქვენი მომსახურება?

საადვოკატო ჰონორარი გამოიანგარიშება ინდივიდუალურ შემთხვევებში და დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე, დავის კატერგორიაზე, სასამართლო ინსტაციაზე, ადგილმდებარეობაზე და სხვ. ზუსტი თანხის განსაზღვრისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენთან კლიენტისთვის ყოველთვის წინასწარ არის ცნობილი საადვოკატო ჰონორარისა და ხარჯების შესახებ.

ჩვენი ძირითადი სამუშაო საათები არის ორშ-პარ. 10:00-18:00. თუმცა, ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი მუშაობს 24/7-ზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს კლიენტს სისხლი სამართლის საქმეებში.

ჩვენთან დასაკავშირებელი ყველა ინფორმაცია მითითებულია ვებ-გვერდზე. ღილაკზე: ,,კონტაქტი" დაჭერით თქვენ ნახავთ ჩვენ საკონტაქტო ინფორმაციას. ღამის საათებში გადაუდებელი დახმარების მიღების მიზნით დაკავშირებისთვის გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი ან WhatsApp აპლიკაცია, საიდანაც მოგვწერთ თქვენი პრობლემის შესახებ და ჩვენი გუნდის წევრი დაუყოვნებლივ გამოგეხმაურებათ.

კონსულტაციის მისაღებად საჭიროა, რომ დაგვიკავშირდეთ. კონსულტაცია უფასოა პირველი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგი ფასი დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე და გამოითვლება საათობრივად. სატელეფონო კონსულტაციის ფასი, ერთი საათის განმავლობაში წარმოადგენს 250 ლარს. წერილობითი კონსულტაციის ფასი იწყება 350 ლარიდან. ხოლო, კონსულტაცია ადვოკატთან პირადად შეხვედრით გამოითვლება საათობრივად 450 ლარიდან. კონსულტაცია უფასოა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი იღებს საადვოკატო მომსახურებას.